მესი „ბარსელონას“ ახალი კაპიტანი გახდა
მესი „ბარსელონას“ ახალი კაპიტანი გახდა

არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი „ბარსელონას“ პირველი კაპიტანი იქნება, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

მესი გუნდში ანდრეას ინიესტას შემდეგ მთავარ როლს აიღებს, რომელიც „ბარსელონაში“ 2002-03 წლიდან თამაშობდა. მაისის ბოლოს 34 წლის ესპანელმა გამოაცხადა, რომ დატოვებს კატალონიურ კლუბს და იაპონიის „ვისელ კობეში“ გადავა.

გუნდის მეორე კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი იქნება, მესამე – ჟერარ პიკე. ამ კვარტეტს ავსებს სერხიო რობერტო.

კაპიტნების ოთხეული „ბარსელონას“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილები არიან.