მეშახტეების ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტში 10 ადამიანი დაშავდა, ოთხს კი ეძებენ

08:00, 16.07.2018

10 ადამიანი დაშავდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად, – ამის შესახებ პირველ არხს მეშახტეებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ოთხ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მეშახტეები ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლოა, დაღუპულები იყვნენ.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ადგილზე მეშახტეების ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან.

მსგავსი