მეშახტეები ტყიბულში აქციას მართავენ
მეშახტეები ტყიბულში აქციას მართავენ

ტყიბულში, მერიის შენობის წინ მეშახტეები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებისგან საშემოსავლო გადასახადის, ანუ ხელფასის 20 პროცენტის საკუთარ ანგარიშებზე დარიცხვას ოთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფმა შეამოწმა ე.წ. დამხმარე ჭაური და დაასკვნა, რომ შახტაში მუშაობა არ შეიცავს საფრთხეს. თუმცა, მათი თქმით, მუშაობის პარალელურად უნდა მოხდეს მექანიზმის შეკეთება. მიუხედავად ამისა, მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია მეშახტეებს არ აქვთ. მათი ნაწილი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მინდელის სახელობის შახტასთან გადაინაცვლეს.

ე.წ. დამხმარე ჭაური 9 ივნისს გაიჭედა და მიწის ქვემოთ 23 მეშახტე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო გაჭედილი.

დატოვე კომენტარი