მესამე წრე, მესამე ადგილი - „საბურთალომ“ „სამტრედია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამე წრის ბოლო, 27-ე ტური „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო. „სამტრედიამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

საბურთალომ“ მიზანს სწრაფად მიაღწია. გოლი უნიკალური გამოვიდა. მეკარე ოთო გოშაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, აკაკი შულაია მასპინძელთა მცველს, ლუკა ასათიანს გაექცა, რომელიც წაიქცა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა „საბურთალოს“ თავდამსხმელმა ზუსტად დაარტყა.

34-ე წუთზე „საბურთალომ“ უპირატესობა გაზარდა. ლევან ნონიკაშვილმა მასპინძელთა მცველს ბურთი აართვა და გიორგი გოჩოლეიშვილს გადააწოდა, მან კი მეკარესთან პირისპირ გიორგი გულიაშვილი დატოვა, რომელმაც შანსი გოლად გარდასახა – 0:2.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მესამე წრე „საბურთალომ“ 43 ქულით და მე-3 ადგილზე დაასრულა. „სამტრედია“ (16) კი ისევ ბოლო ადგილზეა, კონკურენტ „შუქურასთან“ (22) სხვაობა ვერ შეამცირა და 9 მატჩი აქვს დარჩენილი, რომ მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.