მესამე მარცხი ჯგუფში - საქართველოს ქალთა ნაკრებს დანიამ აჯობა
მესამე მარცხი ჯგუფში - საქართველოს ქალთა ნაკრებს დანიამ აჯობა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე შეხვედრა გამართა და ამჯერადაც დამარცხდა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა „ბ“ ჯგუფის ლიდერს, დანიას უმასპინძლა. ანგარიში მე-13 წუთზე მილი იენსენმა გახსნა, ხოლო ნიკოლინ სორენსენმა 58-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 დანიის სასარგებლოდ.

იტალიამ და დანიამ ოთხი შეხვედრა ჩაატარეს და 12-12 ქულით პირველ-მეორე ადგილებზე არიან.

საქართველომ ჯერ სამი მატჩი გამართა და მეხუთე პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ნოემბერს, გასვლაზე იტალიასთან გამართავს.