მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა ვაჟთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა ვაჟთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე დღეს საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა იასპარეზა.

ლევან ქადაგიძის, აკაკი მოსულიშვილისა და ცოტნე მაჭავარიანის სამეულმა პნევმატური პისტოლეტით (10 მ) გუნდურ პირველობაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ქართველთა სამეულმა იტალიასთან 7:17 დათმო – თორმეტი სერიიდან საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 3 მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, 8 კი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, მათ გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულეს.

ნინო სალუქვაძის, ლიზი კილაძისა და მარიამ ფროდიაშვილის სამეულმა პირველ შესარჩევ ეტაპზე 851 ქულა დააგროვა (აქ თითო მსროლელი 3 სერიას ისვრის) და მეექვსე ადგილზე გავიდა. ნახევარფინალში საქართველოს გუნდმა 561 ქულა დააგროვა, რაც საბოლოოდ მე-7 შედეგი აღმოჩნდა.