მესამე დღეა, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
მესამე დღეა, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

მესამე დღეა, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 35 143 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში პოლონეთში  443 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო, პოლონეთის ხელისუფლებამ 20 მარტიდან შეზღუდვები გაამკაცრა. დაიხურა სასტუმროები, სათხილამურო ტრასები, სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, სპორტდარბაზები და რესტორნები.

27 მარტიდან პოლონეთში დამატებითი პრევენციული ზომები ამოქმედდება. კერძოდ, დაიხურება საბავშვო ბაღები და სილამაზის სალონები.

დატოვე კომენტარი