მესამე დღეა, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
მესამე დღეა, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 394 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მესამე დღეა, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 100 757 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 869 ლეტალური.