მესამე ადგილი სადებიუტო ტურნირზე - საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT
მესამე ადგილი სადებიუტო ტურნირზე - საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირზე და კიევში გამართულ „კლიჩკოს თასზე“ მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი კობა ახალკაცი) მოლდოვას შეხვდა. მე-17 წუთზე ანგარიში ჯემალ ჯალიაშვილმა გახსნა. მოლდოველებმა პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს. წონასწორობა 33-ე წუთზე ვლადიმერ ოლეინიცმა აღადგინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დაინიშნა საჯარიმო ბულიტების სერია 3-3 მცდელობით, რაც ჰოკეის წესივით სრულდებოდა – მოთამაშე მოედნის ცენტრდიან მეკარესთან ერთი-ერთზე გადიოდა და თუ 10 წამში ჩაეტეოდა, დამატების უფლებაც ჰქონდა.

ეს თავისებური პენალტების სერია საქართველოს ნაკრებმა უკეთ შეასრულა – ჩვენმა მეკარე დავით ღლონტმა პირველი დარტყმა მოიგერია და დამატებაზე მეტოქის შემტევმა ააცილა. გიორგი ბაგაშვილს მეკარემ აუღო, პირველ დამატებაზე ძელს მოარტყა, მაგრამ, მეორედ ბადე მაინც შეარხია. მეკარე ღლონტი მეორედაც საიმედოდ გადაეღობა მოლდაველ დამრტყმელს (რომელმაც ძელს მოარტყა) და უკრაინელმა კომენტატორმა ქართველ ოლივერ კანად მონათლა. ჩვენებიდან მეორე მცდელობა ირაკლი ჭოჭუა შეასრულა, რომელმაც პირველივე დარტყმით გაიტანა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 3:1.

ფინალში უკრაინის ნაკრები რუმინეთთან დიდ უპირატესობას ფლობდა, დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და „კლიჩკოს თასის“ გამარჯვებული გახდა – 5:1. საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ტურნირზე ჩატარებული 3 მატჩიდან 1 მოიგო, უკრაინასთან (1:4) და მოლდოვასთან (0:2) დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 31 მაისს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობაზე გამართული კენჭისყრის თანახმად, 7X7 ფეხბურთის ასოციაცია სფფ-ის ასოცირებული წევრი გახდა.

დატოვე კომენტარი