„მერსედესში“ ბიუჯეტის შეკვეცას აპირებენ, ლუის ჰემილტონი „ფერარის“ უახლოვდება
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს „ფერარისთან” 2021 წელს ამ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით.
იტყობინებიან, რომ „ფერარიმ” წინასწარი მოლაპარაკებები გამართა ბრიტანელ პილოტთან, რომელსაც კონტრაქტი „მერსედესთან” 2020 წლის ბოლოს უმთავრდება.
ჰემილტონის „ფერარიში“ გადასვლის პერსპექტივა მყარდება იმის ფონზე, რომ „მერსედესი” დაფიქრდა „სამეფო რბოლებში” ხარჯების შემცირებაზე. პრესაში უკვე დაიწერა იმის შესახებ, რომ 12 ივნისს გაიმართება კომპანია „დაიმლერის” დირექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც განიხილავენ ფორმულა 1-ის გუნდის ბიუჯეტის შემცირებას.
ამასთან, „მერსედესში” ირწმუნებიან, რომ გუნდი არ დატოვებს ფორმულა 1-ს 2020 წლის სეზონის შემდეგ, როგორც ამას ჟურნალისტები ვარაუდობენ.