ფორმულა 1-ის საუკეთესო გუნდის მერსედესის ხელმძღვანელ ტოტო ვოლფს მიაჩნია, რომ ავსტრიული საჯინიბო რედ ბული შეძლებს ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლას ჰონდასთან თანამშრომლობის წყალობით. ვოლფის სიტყვებს მოტორსპორტი ავრცელებს:
„ჩვენ ვნახეთ, როგორ გაუსწრო რედ ბულმა ფერარის. ჰონდას ძრავას არანორმალური სიმძლავრე აქვს. სასიამოვნოა რედ ბულის დაბრუნება უფრო ძლიერ გუნდად, რადგან იქ შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ. ჰონდასა და რედ ბულის კავშირი ერთმნიშვნელოვნად ნამდვილ საფრთხედ შეიძლება იქცეს. სიჩქარის ასეთი დონე გვავალდებულებს, არ დავივიწყოთ ეს გუნდი ტიტულისთვის ბრძოლის დროს. ავსტრალიაში ჩვენ ვნახეთ ჰონდას პირველი პოდიუმი მისი დაბრუნების შემდეგ. და მათ ეს დაიმსახურეს. ბევრი რთული მომენტი დაძლიეს და მათი ხილვა პოდიუმზე შესანიშნავია“.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონის პირველ რბოლაში, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა, რედ ბულის პილოტმა მაქს ფერსტაპენმა მესამე ადგილი დაიკავა – ჩამორჩა მხოლოდ მერსედესის პილოტებს.