მერსედეს ვერა-მარტინი - საბანკო რეგულაციების გავლენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
მერსედეს ვერა-მარტინი - საბანკო რეგულაციების გავლენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველოში იანვარში ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გავლენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ცვლილებები ამოქმედდა იანვრის დასაწყისში. სამომხმარებლო სესხების ნაწილი შემცირებულია, მაგრამ სესხების სხვა კატეგორიაში ზრდა შეინიშნება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ხელისუფლებასთან, რათა განვიხილოთ ეკონომიკაზე ცვლილებების გავლენა“, – აღნიშნა მერსედეს ვერა-მარტინმა რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის წარდგენისას.

სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზომები მიმართულია მოქალაქეთა გადახდისუნარიანობის უკეთეს შეფასებაზე და ამას წინ უძღოდა ბოლო ორ წელიწადში სამომხმარებლო სესხების მნიშვნელოვანი ზრდა.

დატოვე კომენტარი