მერსედეს ვერა-მარტინი - გადახდისუნარიანი მსესხებლისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს
მერსედეს ვერა-მარტინი - გადახდისუნარიანი მსესხებლისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს

გადახდისუნარიანი მსესხებლისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე იქნება მიმართული.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ცოტა ხნის წინ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების მიღების ფონზე, სესხის გაცემის სტანდარტი გამკაცრდა და კრედიტების ზრდა შემცირდა. ასეთი მიდგომით, კრედიტის ზრდა უფრო მდგრადი გახდება. ამასთან, კრედიტის ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლისთვის. ჩვენ მივესალმებით სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დახვეწის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა რეფორმების შესახებაც ისაუბრა.

„სტრუქტურული რეფორმების დაჩქარება და ხელისუფლების რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ზრდის ინკლუზიურობას. მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს მოსახლეობის უნარ-ჩვევებს და შეამცირებს უმუშევრობას“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

დატოვე კომენტარი