მერკელის პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მარცხს აღიარებს, თუმცა კოალიციური მთავრობის ფორმირებას მაინც ეცდება
მერკელის პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მარცხს აღიარებს, თუმცა კოალიციური მთავრობის ფორმირებას მაინც ეცდება

ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ლიდერი, არმინ ლაშეტი აცხადებს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგზე პირად პასუხისმგებლობას იზიარებს.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგი ნამდვილად არ არის სასიხარულო, თუმცა მაინც კმაყოფილია, რადგან „მემარცხენე ძალების კოალიციის ფორმირების თავიდან აცილება მოხერხდა“.

„ცხადია ვიცი, რომ მე პირადად ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ შედეგზე. არ ვიცი საბოლოოდ ოპოზიციაში ვიქნებით თუ მთავრობაში, თუმცა ცხადია, რომ ქრისტიან დემოკრატიული კავშირი უნდა განვაახლოთ“,- განაცხადა ლაშეტმა.

მისივე თქმით, ახლა გერმანიას რთული დრო უდგას და ის მზადაა, ყველა პოტენციურ პარტნიორთან გამართოს მოლაპარაკება.

„მჯერა, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კოალიცია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის, მწვანეების და თავისუფალი დემოკრატების შემადგენლობით“ – განაცხადა ლაშეტმა.