მერიის რწმუნებულის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძრის 70 პროცენტზე მეტი ლოკალიზებულია
მერიის რწმუნებულის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძრის 70 პროცენტზე მეტი ლოკალიზებულია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ წაჩხურის მახლობლად ტყის ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს.

ხანძარი მუნიციპალიტეტში კიდევ ორ ლოკაციაზეაქვიბიისა და კურზუს უბნებში.

„გამთენიისას, 05:00 საათზე შემოვიდა ზარი, რომ წაჩხურის ტერიტორიის მიმდებარე ტყეს უკიდია ცეცხლი. ადგილზე შვიდკაციანი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გავიდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძარია ასევე ქვიბიისა და კურზუს უბანში“, – განაცხადა სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მერიის რწმუნებულმა, გია ჯიჯელავამ.

როგორც მან აღნიშნა, მარტვილში სამ ადგილზე ხანძარი ერთდროულად გაჩნდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, საქმე მხოლოდ დაუდევრობაში არ იყოს.

„მესტიაში ხანძარია და ჩვენი ბრიგადები იქ იყვნენ გადასროლილი, ამიტომ ეკიპაჟის სენაკიდან გამოძახება დაგვჭირდა. ხანძრის თითქმის 70 პროცენტზე მეტი ლოკალიზებულია. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული სამუშაოებში“, – აცხადებს გია ჯიჯელავა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.