მერებაშვილმა „ვისლას“ მოაგებინა
მერებაშვილმა „ვისლას“ მოაგებინა

გიორგი მერებაშვილის გოლით პლოცკისვისლამ“ მორიგი 3 ქულა მოპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურში ნეჩეცას „ტერმალიკას“ ესტუმრა და დაამარცხა.

ნეჩეცას „ბრუკ-ბეტ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. პლოცკელებმა ანგარიში 53-ე წუთზე გაათანაბრეს. საფინალო სასტვენამდე 7 წუთით ადრე კი გიორგი მერებაშვილმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა – 1:2 .

ტერმალიკას“ განაცხადში არ ყოფილა ნიკა კვანტალიანი, რომელიც გუნდში ზამთარში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა.

პოლონეთის ჩემპიონატში პლოცკის „ვისლამ“ 26 მატჩის შემდეგ 39 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. ზუსტად ამდენივე ქულა აქვს ნიკა კაჭარავას კიელცეს „კორონას“, რომელიც ხვალ ლაშა დვალის „პოგონს“ უმასპინძლებს.

ტერმალიკამ“ კი მხოლოდ 25 ქულა დააგროვა და მე-14 პოზიციაზეა.