„მერანმა“ სპარინგი მოიგო - მარტვილელებმა ორი მოთამაშე დაიმატეს #1TVSPORT
„მერანმა“ სპარინგი მოიგო - მარტვილელებმა ორი მოთამაშე დაიმატეს #1TVSPORT

მარტვილის „მერანი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. „მურთაზ ხურცილავა-არენაზე“ ცოტნე მონიავას გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა ზუგდიდის „დინამოსთან“ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მარტვილელებმა ერთადერთი გოლი შეხვედრის დასაწყისშივე გაიტანეს. მე-3 წუთზე ზუგდიდელთა კარში დანიშნული პენალტი პაპუნა ფონიავამ შეასრულ და საბოლოოდ, „მერანმა“ 1:0 გაიმარჯვა.

ცნობილი გახდა, რომ „მერანმა“ კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა. გუნდის ღირსებას დაიცავენ ლუკა მიქაია და ლუკა კიკაბიძე. 20 წლის მეკარე მიქაია ზუგდიდის „ბაიას“ აღზრდილია, იყო „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდში, ქუთაისის „ტორპედოში“, თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ აიყვანა. შემდეგ თამაშობდა „სამტრედიაში“, „რუსთავსა“ და თბილისის „მერანში“. მიქაიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში იწვევდნენ.

ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო ლუკა კიკაბიძე. 27 წლის ნახევარმცველიმა საფეხბურთო კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. შემდეგ საფრანგეთში წავიდა დან„ბასტიაში“ სცადა ბედი, მაგრამ ისევ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. ასევე უთამაშია საჩხერეს „ჩიხურაში“, 2021 წლის სეზონში კი „გაგრას“ ღირსებას იცავდა.