„მერანმა“ „შახტარი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა
„მერანმა“ „შახტარი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა

მარტვილის “მერანი” სეზონისთვის თურქეთში ემზადება. გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა დონეცკის „შახტარის“ დუბლშემადგენლობასთან გამართა, რომელიც უკრაინის ახალგაზრდული ლიგის ლიდერია.

დონეცკური კლუბის წევრი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი გიორგი არაბიძეა. თუმცა, მარტვილელების წინააღმდეგ მას არ უთამაშია.

შეხვედრა “მერანის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა. დუბლი გიორგი ციმაკურიძემ შეასრულა, რომელიც კარიერის დასაწყისში, 5 წელი დონეცკური კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდა. მან ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.