„მერანმა“ მზადება გამარჯვებით დაიწყო
„მერანმა“ მზადება გამარჯვებით დაიწყო

მარტვილის „მერანმა“ ეროვნული ლიგა 2-ისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო თამაში ჰქონდა ახალგაზრდა მწვრთნელს, ცოტნე მონიავას და გუნდის ახალ შემადგენლობას. მატჩი უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა.

23-ე წუთზე, ანგარიში „მერანში“ დაბრუნებულმა ზვიად ქანთარიამ გახსნა -1:0. ზუგდიდელებმა მალე წონასწორობა პენალტით აღადგინეს, რომელიც გიგა წურწუმიამ გამოიყენა. 36-ე წუთზე შეიკნე სილამ მარტვილელები ტექნიკური დარტყმით ისევ წინ გაიყვანა 2:1.

მეორე ნახევარის დასაწყისში ზვიად ქანთარიამ დუბლიც გაიფორმა, 63-ე წუთზე „დინამოს“ კარში მეოთხე გოლი საჯარიმო დარტყმიდან ცოტნე ფაცაციამ გაიტანა. სამ წუთში კი ზუგდიდელთა კიპერს შეცდომა ირაკლი ჯანჯღავამ არ აპატია 5:1. შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე საბოლოო ანგარიში სტუმართა ნახევარმცველმა ლუკა გუგუჩიამ ჩინებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა 5:2.

მერანი – დინამო (ზუგდიდი) 5:2

გოლები: 1:0 ქანთარია (23), 1:1 წურწუმია (27. პ), 2:1 შეიკნე სილა (36), 3:1 ქანთარია (47), 4:1 ფაცაცია (63), 5:1 ჯანჯღავა 66), 5:2 გუგუჩია (86).