მარტვილის „მერანმა“ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის ბოლო შეხვედრა განმუხურში ზუგდიდის „დინამოსთან“ გასვლაზე გამართა და დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით პირველი ადგილი დაიბრუნა.
მე-9 ტურის ბოლო მატჩის ბედი 56-ე წუთზე გადაწყდა. პაპუნა ფონიავას გადაცემით ზუგდიდის „დინამოს“ კარი შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა, მალხაზ გაგოშიძემ აიღო და სამეგრელოს დერბი „მერანის“ გამარჯვებით დასრულდა – 0:1.
„მერანმა“ 21 ქულა დააგროვა და ისევ დაიბრუნა ლიდერობა, რომელიც გუშინ თბილისის „მერანთან“ მოგების შემდეგ ქობულეთის „შუქურამ“ (20) მოიპოვა.
შუქურა-მერანი თბ 3:0
ვიტ ჯორჯია – რუსთავი 2:0
სპაერი-გარეჯი 3:2
სამტრედია – შევარდენი 1:2