„მერანი“ სეზონისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს #1TVSOIRT
„მერანი“ სეზონისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს #1TVSOIRT

დღეს, მარტვილის „მერანი“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც „მელას ლარა ჰოტელში“ დაბინავდა და მზადებას შეუდგება.

გუნდი შეკრებას ანტალიაში გაივლის. დღეიდან „მერანი“ ორჯერად ვარჯიშებს გამართავს, 8 თებერვალს კი პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ცოტნე მონიავას გაწვრთნილები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ (სპარინგ-მატჩებზე დეტალურ ინფორმაციას ჯერ დასაზუსტებელია) და საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდებიან.

თურქულ შეკრებაზე ძირითად გუნდთან ერთად მოემზადება „მერანი 2“-ის 4 ფეხბურთელი: დათო თოდუა, დიმიტრი ნანავა, გიორგი გეგეჭკორი და საბა ქაჯაია.