მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს [ვიდეო]

ზუგდიდში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განუცხადა.

მოქალაქე მაია კალანდიას მტკიცებით, მას ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მოგვიანებით, აღნიშნული პიროვნება და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეხვედრაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა შეიყვანა. მერაბ ქვარაიას თქმით, მაია კალანდაძეს შეხვედრაზე დასწრებისა და კითხვის დასმის საშუალებაც მიეცა.

დარბაზში სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. რამდენიმე ადამიანი დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს ხმამაღლა აკრიტიკებდა.

დატოვე კომენტარი