მერაბ ქვარაია - ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პროვოკაციის მოწყობის მცდელობის ამსახველ მასალას ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადავუგზავნით
მერაბ ქვარაია - ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პროვოკაციის მოწყობის მცდელობის ამსახველ მასალას ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადავუგზავნით

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პროვოკაციის მოწყობის მცდელობის ამსახველ მასალას გადაუგზავნიან ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას.

„ამ მასალას გადავუგზავნით ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ ხერხს არ ივიწყებს“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს, როდესაცპრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის მოსახლეობას ხვდებოდა.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ მაია კალანდიას შეხვედრაზე დასწრებისა და კითხვების დასმის საშუალება მიეცა.