მერაბ ქვარაია - ეს არის გეგმაზომიერი მავნებლობა
მერაბ ქვარაია - ეს არის გეგმაზომიერი მავნებლობა

ყოვლად მიუღებელია მსგავსი აქციები თუ მსგავსი მოქმედებები. წარმოუდგენელია, ამას დაარქვა უცოდინრობა ან დაუდევრობა – ეს არის გეგმაზომიერი მავნებლობა და ამას სახელი უნდა დაერქვას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შეკრებას, რა დროსაც მოსახლეობას პირბადეები დაურიგდა.

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სოლიდარულია და ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი ღირებულება, მართლაც წარმოუდგენელია, იმოქმედო ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, დაუშვებელია მსგავსი მოქმედებები. აუცილებელია უკლებლივ ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რათა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.