მერაბ ნინიძე BBC-ს სერიალში - McMafia-ს თრეილერი გავრცელდა

BBC-მ ახალი სერიალის პირველი თრეილერი გაავრცელა, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს. ახალი მინისერიალი კრიმინალური თრილერის ჟანრშია გადაღებული და ის სულ 8 ეპიზოდს მოიცავს. „მაკმაფია“ (McMafia) ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით არის შემქნილი, რომლის ავტორი მიშა გლენია.

სერიალში ქართველი კინომსახიობი მერაბ ნინიძე პარტნიორობას გაუწევს ჯეიმს ნორტონს, რომელიც რუსი ემიგრანტების შვილს განასახიერებს. ნორტონის გმირს მაფიოზურ კლანებთან აქვს კავშირები და ცდილობს, წარსულს გაექცეს, თუმცა ეს არცთუ მარტივია.

ახალი სერიალის ნახვა BBC1-ის მაყურებელს ზამთარში შეეძლება.