მერაბ გაფრინდაშვილი - მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენა სტიქიის თანმდევი პროცესია, რაიმე სახის სერიოზულ პროცესებს ადგილი არ აქვს
მერაბ გაფრინდაშვილი - მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენა სტიქიის თანმდევი პროცესია, რაიმე სახის სერიოზულ პროცესებს ადგილი არ აქვს

მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენა სტიქიის თანმდევი პროცესია, – ამის შესახებ  გარემოს ეროვნილი სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.

როგორც მერაბ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის პირველივე საათებიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, გეოლოგები იმყოფებიან სტიქიის ზონაში.

„გეოლოგები მუშაობენ, აფასებენ ვითარებას, აწარმოებენ კვლევას. პრინციპში, სრულად დაიდო ის მიზეზები, რომლებიც ჩვენს დასკვნაშია და რომლებიც დაადასტურა ძალიან მაღალი გარჩევადობის სატელიტურმა სურათებმა, რომლებიც სტიქიამდე ორი საათით ადრე იყო გადაღებული. ეს მოვლენები, რაც ახლა ჭალა-კალაპოტის ზონაში მიმდინარეობს, მდინარე ბუბის წყლის კალაპოტის ზონაში, არის თანმდევი პროცესები, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს მსგავს სტიქიებს, როგორიც გვქონდა მიმდინარე წლის სამ აგვისტოს. ჩვენ მაინც გადავაზუსტეთ, ამ დილით ჯგუფები შევფრინდით ხეობაში. რაიმე სახის სერიოზულ პროცესებს ადგილი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი დიდი სტიქიების შემდგომი პროცესები ჭალა-კალაპოტის ზონებში“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.