მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი მეტ სერა თვლის, რომ დომინიკ რეიესმა ჯონ ჯონსი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი მეტ სერა თვლის, რომ დომინიკ რეიესმა ჯონ ჯონსი დაამარცხა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილის ამჟამინდელი ერთერთი მწვრთნელი მეტ სერა მიიჩნევს, რომ მსაჯებმა დომინიკ რეიესს მოგება წაართვეს.

9 თებერვალს ნახევრად მძიმე (lightheavyweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი მორიგ სატიტულო ბრძოლაში დომინიკ რეიესს დაუპირისპირდა. მსაჯებმა „ბოუნსის” ერთსულოვანი გამარჯვება დააფიქსირეს (48-47 48-47 49-46), რაც ბევრის აზრით არასწორი გადაწყვეტილება იყო. ანალოგიურად მიიჩნევს მეტ სერაც.

„მე ვფიქრობ, რომ დომინიკმა საკმარისი გააკეთა მოსაგებად. როდესაც ბრძოლა დასრულდა პირველი რაც ვიფიქრე სწორედ ეს იყო. დაპირისპირებას მხოლოდ ერთხელ ვუყურე, თუმცა ნათლად დავინახე, რომ ბოლო რაუნდში ჯონსი ბრძოლის დასრულებას და ნაადრევად გამარჯვებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა. მე დამრჩა ნათელი შთაბეჭდილება, რომ რეიესმა პირველი 3 რაუნდი მოიგო. თუმცა გავმეორდები, რომ ბრძლას მხოლოდ ერთხელ ვუყურე და კიდევ ერთხელ შევხედავ“, – აღნიშნა სერამ ერთერთ გადაცემაში (ufc unfitltered podcast) სტუმრობისას.