„საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსი არასოდეს ჰქონია და არა მგონია, ბელარუსებს ინტერვიუებზე უარმა უშველოს“ – ასეთი ხუმრობანარევი კომენტარი გააკეთა მერაბ ჟორდანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გადაცემის წამყვანის, ვლადიმირ გუცაევის ნათქვამზე, რომ „ტაიმაუტში“ ჩაწერაზე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ბაზანოვმა უარი თქვა.
„ბაზანოვს ვიცნობ და ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახლა ჩაწერაზე უარი თქვა, თამაშამდე ყველა შევთანხდით, რომ კომენტარები არ გავაკეთოთო,” – თქვა ვლადიმირ გუცაევმა.
თბილისის „დინამოს“ და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან საქართველოს ნაკრების შანსებზე ილაპარაკა.
„ვისაც გული შეგვტკივა, ეჭვი არ გვეპარება, ჩვენი ნაკრები წარმატებას მიაღწევს. მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს ფეხბურთის ფედერაციაში ჩვენი მეგობრებიდან დაწყებული გულშემატკივრებით დასრულებული. ამ შანსის არგამოყენება არ შეიძლება,“ – აცხადებს მერაბ ჟორდანია.