მერაბ ჭანუყვაძე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს,
მერაბ ჭანუყვაძე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს,

გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მერაბ ჭანუყვაძე დღეს რეგიონული ორგანიზაციის წევრებისა და მმართველი პარტიის ლიდერების შეხვედრას დაესწრო.

„არ ყოფილა არანაირი განხილვა და დისკუსია ჩემი გადადგომის შესახებ, ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო, ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, იყო საკრებულოების წევრებთან, აქტივთან შეხვედრა, საუბარი მოახლოებულ არჩევნებზეც იყო. მე ვრჩები გუნდში, ამის შესახებ ადრეც გავაკეთე კომენტარი და გავაგრძელებ საქმიანობას“, – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

რაც შეეხება გუბერნატორის თანამდებობის დატოვებას, ჭანუყვაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე პრემიერთან ჰქონდა კონსულტაცია.

„იყო რაღაცები, რის გამოც თანამდებობა დავტოვე“, – აცხადებს ჭანუყვაძე და სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თანამდებობის დატოვების მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტები გახდა.