მერაბ ბერძენიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა
მერაბ ბერძენიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა

ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ფერმწერსა და გრაფიკოსს, მერაბ ბერძენიშვილს დღეს 91 წელი შეუსრულდებოდა.

მერაბ ბერძენიშვილი 1929 წლის 10 ივნისს დაიბადა.

იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2014 წელს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრებს შორისაა: „რუსთაველი“ (საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), „რუსთაველი“ (მოსკოვი), „დავით გურამიშვილი“ (თბილისი), „გიორგი სააკაძე“ (თბილისი და კასპი), „მედეა“ (ბიჭვინთა), „მუზა“ (თბილისი), ზაქარია ფალიაშვილი (თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან…“ (მარნეული), ლაოსის მეფის მონუმენტი (ვიენტიანი, ლუანგპრაბანგი), დიდგორის მემორიალი, დავით აღმაშენებელი (თბილისი).

მერაბ ბერძენიშვილი, 87 წლის ასაკში, 2016 წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა.