მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის და ქრთამის აღების ბრალდებით გამოძიება დაიწყო
მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის და ქრთამის აღების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს წინააღმდეგ კორუფციის და ქრთამის აღების ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ემილიო ლოზოიამ ყოფილი პრეზიდენტი მილიონობით დოლარის ქრთამის აღებასა და დეპუტატების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

მექსიკის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანას 2012-2018 წლებში მართავდა, განცხადება არ გაუკეთებია.

„ბიბისის“ ცნობით, გასულ წელს აშშ-ში, „ელ ჩაპოს“ სახელით ცნობილ ნარკოკარტელის ხელმძღვანელ ხუაკინ გუზმანის სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ენრიკე პენია ნიეტომ ნარკოკარტელის ხელმძღვანელისგან 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქრთამი აიღო.