მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების სანაცვლოდ, ორ მილიონამდე ადამიანი აშშ-ის მოქალაქეობას მიიღებს
მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების სანაცვლოდ, ორ მილიონამდე ადამიანი აშშ-ის მოქალაქეობას მიიღებს

თეთრი სახლი იმიგრაციის ახალ გეგმას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ორ მილიონამდე ადამიანი აშშ-ის მოქალაქეობას მიიღებს მექსიკის საზღვარზე სადავო კედლის მშენებლობის დაფინანსების სანაცვლოდ.
ეს სქემა ტრამპის უფროსმა მრჩეველმა წარადგინა, მას შემდეგ რაც შემუშავებული გეგმა დემოკრატებთან განიხილეს.
გეგმის მიხედვით, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა 25 მილიარდის ოდენობის დაფინანსებას ითხოვს.
დემოკრატები, რომლებიც კედლის მშენებლობის წინააღმდეგები არიან, გეგმას აკრიტიკებენ.