მექსიკის სამხრეთ ნაწილში შტორმ „უილლას“ 11 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკის სამხრეთ ნაწილში შტორმ „უილლას“ 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის სამხრეთ ნაწილში შტორმუილლას“ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ ოახაკას შტატი დააზარალა.

ძლიერის წვიმის გამო მდინარე ვალე ადიდდა და ქალაქი ჩილტეპეკის მახლობლად დასახლებები დატბორა. სამაშველო სამუშაოებში ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალები ჩართო. სამხედროები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციას ნავებით ცდილობენ.

წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბებული შტორმ „უილლას“ სიმძლავრის მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული.