მექსიკის პრეზიდენტმა რეზიდენციაში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა

12:23, 04.09.2019

მექსიკის პრეზიდენტმა რეზიდენციის ერთ-ერთ ოთახში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ პატარა ვიდეოკამერა შეხვედრების ოთახში იყო განთავსებული. მექსიკის პრეზიდენტმა კამერა ჟურნალისტებს წარუდგინა და თქვა, რომ კამერამ მისი ყურადღება პატარა ზომის გამო მიიპყრო.

​ლოპეს ობრადორს არ დაუკონკრეტებია ვის შეეძლო კამერის დაყენება და რამდენ ხანს იყო ის რეზიდენციაში განთავსებული.

მსგავსი