მექსიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად, ტრამპის ქალიშვილი და მისივე მრჩეველი ივანკა ტრამპი დაესწრება. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს თავად დონალდ ტრამპმა განუცხადა.
„ჩვენ მექსიკის ახალ ადმინისტრაციასთან ძალიან კარგად გვაქვს ყველაფერი. მაიკი და ივანკა ინაუგურაციაზე მიდიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ივლისს გაიმართა. მასში გამარჯვება ლოპეს ობრადორმა მოიპოვა. ის ამ თანამდებობაზე მოქმედ პრეზიდენტს, ენრიკე პენა ნიეტოს ჩაანაცვლებს.
ლოპეს ობრადორი მოვალეობის შესრულებას პირველი დეკემბრიდან შეუდგება.