მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე მატჩიც მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონის მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა ეკვადორი (2:0) და მერვედფინალში ისე გავიდა, რომ ოთხ მატჩში გოლი არ გაუშვია.
აცტეკები მიმდინარე მუნდიალზე ისეთ თამაშს უჩვენებენ, გრანდებს რომ შეშვენით: ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით, სამი მოგებით დაასრულეს, პლეიოფის პირველ მატჩში კი პირველივე ტაიმში მაღალი ტემპი შესთავაზეს ეკვადორელებს და 2:0 დაწინაურდნენ. გოლები კინიონესმა (22-ე წუთზე) და ხიმენესმა გაიტანეს (31-ე წუთზე). მეორე ნახევარში ისე ითამაშეს, ბევრ ფავორიტს რომ შეშურდებოდა – დაგვანახეს, როგორ უნდა ანგარიშის შენარჩუნება. მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა.
საინტერესოა, რომ მექსიკელებმა 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩი. ბოლოს მათ ეს 1986 წელს გააკეთეს, მაშინაც სტადიონ „აცტეკაზე“, მაშინაც 2:0 მოიგეს, ოღონდ ბულგარეთთან. მომდევნო ეტაპზე, მეოთხედფინალში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დაუპირისპირდნენ და ასპარეზობას პენალტების სერიით გამოეთიშნენ.
მექსიკის ნაკრები მერვედფინალში ინგლისსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.