მექსიკის ნაკრების აღტაცებულმა ფანებმა მეხიკოში მიწისძვრა გამოიწვიეს
მექსიკის ნაკრების აღტაცებულმა ფანებმა მეხიკოში მიწისძვრა გამოიწვიეს

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა. შედეგი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ მექსიკაში მიწაც კი იძრა.

მაგრამ ეს არ გახლდათ ბუნებრივი სეისმური აქტივობა. სინამდვილეში, ბიძგები ხელოვნური იყო, რაც ეიფორიაში ჩავარდნილ მექსიკელ გულშემატკივართა შეხტომამ გამოიწვია. წარმოქმნილი ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მეხიკოს სეისმურ დეტექტორებს ბიძგები არ გამოპარვია.

ბიძგები მექსიკის სეისმოლოგიისა და ვულკანიზმის სააგენტოს (SIMMSA) სულ მცირე ორმა სენსორმა დააფიქსირა. სეისმოლოგთა განცხადებით, მიწისძვრა გამოიწვია იმ „მასობრივმა შეხტომამ“, რომელიც გერმანელთა კარში ირვინ ლოსანოს გატანილ გოლს მოჰყვა.

მეხიკოში მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირა ჩილეს სესიმოლოგიურმა სამსახურმაც. როგორც ჩილელი სეისმოლოგები Facebook-პოსტში განმარტავენ, „არაბუნებრივი ვიბრაცია“ გულშემატკივართა „კოორდინირებული შეხტომით“ იყო გამოწვეული.

მსგავსი ვიბრაციები წარსულშიც დაფიქსირებულა სხვადასხვა სპორტულ და მუსიკალურ ღონისძიებათა მსვლელობისას. ჩილეს სესიმოლოგიური სამსახურის ცნობით, ეს მოვლენა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მიწისძვრის მსგავს ბიძგებად, რადგან ნიადაგი იე ვიბრირებს, რომ აფიქსირებს სპეციალური ხელსაწყოები.

თუმცა, ეს ბიძგები მკაფიოდ განსხვავდება ბუნებრივი მიწისძვრისგან. იმის გამო, რომ ისინი სეისმური ან ვულკანური აქტივობის შედეგად არ არის წარმოქმნილი, არ გააჩნია ეპიცენტრი და ძვრები ხდება რამდენიმე სხვადასხვა წერტილში.

როგორც მექსიკის სეისმოლოგიისა და ვულკანიზმის სააგენტო ბლოგპოსტში განმარტავს, ამ სახის ბიძების მიერ წარმოქმნილი მიწისძვრა იმდენად მცირეა, რომ ბიძგების დაფიქსირება მხოლოდ მასობრივი ახტომის სიახლოვეს განთავსებულ მგრძნობიარე დეტექტორებს შეუძლია.

წყარო: iigea.com