მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სავარაუდოდ კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა
მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სავარაუდოდ კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სავარაუდოდ კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები კარანტინში არიან მოთავსებულები და მათზე დაკვირვება მიმდინარეობას.

როგორც მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უგო ლოპეს-გატელმა განაცხადა, ქვეყანა კარგად არის მომზადებული და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა, დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრია.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანის მოსახლეობის იზოლირება გადაწყვიტა. დღეიდან უხანში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აეროპორტის, რკინიგზის მუშაობა და საბორნე მიმოსვლა. ქალაქის მოსახლეობა 11 მილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენა დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვაშინგტონში. ჩინეთში გავრცელებული აქამდე უცნობი ტიპის კორონავირუსი ასევე დაფიქსირდა ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 17 ადამიანი. დაავადებულთა რიცხვი 550-ს აღემატება. მათგან 100-მდე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.