მექსიკელ ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
მექსიკელ ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მექსიკელ ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ნიუ იორკში ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო. ხოაკინ გუსმანს ასევე 12,6 მილიარდი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს. როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა.

62 წლის ხოაკინ გუსმანი ნარკოკარტელ „სინალოას ხელმძღვანელობდა და ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დამნაშავეა. პროკურატურის ცნობით, გუსმანს 25 წლის განმავლობაში, აშშ-ში 155 ტონა კოკაინის ტრანსპორტირებაში ადანაშაულებენ. ამას გარდა მას მკვლელობაში, დანაშაულებრივ შეთქმულებასა და სხვა დანაშაულებებში ედება ბრალი.

2019  წლის თებერვალში 4 თვიანი სასამართლო პროცესის ასრულების შემდეგ, „ელ ჩაპო“ 10-ივე წარდგენილი მუხლით დამნაშავედ ცნეს.

ხოაკინ გუსმანი ამჟამად ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ციხეში იხდის სასჯელს.

თუმცა, როგორც ბიბისი წერს, სულ ცოტა ხანში მას კოლორადოს შტატში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანენ.

მექსიკელი ნარკობარონის ადვოკატებმა ბრალდების მოთხოვნებს ფარსი უწოდეს და განაცხადეს, რომ გუსმანის სამუდამო პატიმრობა, მექსიკაში ნარკოდანაშუალთან ბრძოლის კუთხით სიტუაციას ვერ გამოასწორებს.