მექსიკაში თვითმფრინავის კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია

02:30, 01.08.2018

მექსიკაში თვითმფრინავის კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება 80-მა ადამიანმა მიიღო.

მექსიკის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავში 97 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენიდან ხუთ წუთში ჩამოვარდა. ინციდენტი მექსიკის ქალაქ დურანგოს მახლობლად მოხდა.

მსგავსი