მექსიკაში ქალაქ ტლახიაკოს მერი ფიცის დადებიდან რამდენიმე საათში მოკლეს
მექსიკაში ქალაქ ტლახიაკოს მერი ფიცის დადებიდან რამდენიმე საათში მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის მერს შეიარაღებული პირი მერიის შენობისკენ მიმავალ გზაზე დაესხა თავს.
ინციდენტის შედეგად, ქალაქის მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მექსიკის პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ადგილობრივები სრულმასშტაბიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ თავდასხმაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.
ქალაქის მერი, ალეხანდრო აპარისო მექსიკის პრეზიდენტის მემარცხენე პარტია „მორენას“ წევრი იყო.
2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე მექსიკაში 175 პოლიტიკოსი მოკლეს.