მექსიკაში ნარკოკარტელის ლიდერის ვაჟი დააკავეს, თუმცა შექმნილი არეულობის შედეგად ისევ გაათავისუფლეს
მექსიკაში ნარკოკარტელის ლიდერის ვაჟი დააკავეს, თუმცა შექმნილი არეულობის შედეგად ისევ გაათავისუფლეს

მექსიკელმა სამართალდამცველებმა ქალაქ კულიაკანში სპეცოპერაციის დროს ნარკოკარტელის ცნობილი ლიდერის, ელ ჩაპოს ვაჟი დააკავეს.

ოვიდიო გუცმანი მამისთვის აშშ-ში სამუდამო პატიმრობის მისჯის შემდეგ, კარტელში მის უფლება-მოვალეობას ასრულებდა. თუმცა, ახალგაზრდა ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, კარტელის წევრებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს, მათ პოლიციის განყოფილებას ცეცხლი წაუკიდეს და ტყვიამფრქვევით აღჭურვილი ავტომობილებიდან სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაკავებული ოვიდიო გუცმანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.