მექსიკაში მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა
მექსიკაში მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა

მექსიკაში მოკლეს ჟურნალისტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.

ხორხე მიგელ არმენტა ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი იყო.

ის სონორას შტატის ქალაქ კუიდად ობრეგონში შეარაღებულმა პირებმა მოკლეს.

თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ჟურნალისტი რესტორნიდან დაცვასთან ერთად გამოდიოდა.

არმენტა ხელმძღვანელობდა გამომცემლობას, რომელიც ყოველკვირეულ და ყოველდღიურ გაზეთებს უშვებს.

ასევე იყო ონლაინ პლატფორმის „მედიოს ობსონის“ მმართველი. არმენტას მისამართით განხორციელებული არაერთი მუქარის გამო, ის ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დაცვის პორგრამით სარგებლობდა.

მექსიკის შტატ სონორაზე, რომელიც აშშ-ის საზღვართან მდებარეობს, ადგილობრივი ნარკომაფიის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გადის. აღნიშნულ რეგიონზე კონტროლისთვის რამდენიმე კარტელი დაჯგუფება იბრძვის.

მექსიკა ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად არის მიჩნეული.ხორხე მიგელ არმენტა მიმდინარე წელს მექსიკაში მოკლული უკვე მეოთხე ჟურნალისტია.

2019 წელს ქვეყანაში 19 ჟურნალისტი მოკლეს.