მექსიკაში მერობის კიდევ ერთი კანდიდატი მოკლეს. მედიის ცნობით, ალფრედო კაბრერა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, რა დროსაც მას თავდამსხმელი მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა.
კაბრერა, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი იყო, მექსიკის სამხრეთით მდებარე გუერპის შტატის ქალაქ კოუკა დე ბენიტეზის მერობისთვის იბრძოდა.
ერთი დღით ადრე მერობის კიდევ ორ კანდიდატს დაესხნენ თავს. ერთ-ერთი მათგანი მორელოს შტატში მოკლეს, მეორეს კი ხალისკოში ესროლეს და მძიმე ჭრილობები აქვს მიღებული.
მექსიკის ხელისუფლების ცნობით, 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე არჩევნებში მონაწილე 22 კანდიდატია მოკლული, არასამათავრობო ორგანიზაციების ცნობით კი, ეს რიცხვი 30-ს შეადგენს. მექსიკაში საყოველთაო არჩევნები 2 ივნისსაა დაგეგმილი.