მექსიკაში კორონავირუსის 8 438 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 718 ადამიანი
მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 8 438 ადამიანს დაუდასტურდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსის 370 712 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო ერთ დღეში მექსიკაში „კოვიდ-19“-ს 718 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი, გარდაცვლილთა რიცხვი 41 908-ს აღწევს.
მექსიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ინფიცირების რეალური რიცხვი ოფიციალურ დადასტურებულ შემთხვევებს სავარაუდოდ მნიშვნელოვნად აჭარბებს. ეკონომისტების პროგნოზით, მიმდინარე წელს მექსიკის ეკონომიკა 10 პროცენტზე მეტით შემცირდება.