მექსიკაში კორონავირუსის 5,480 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 306 პაციენტი
მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 5,480 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 306 პაციენტი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 390,516 შემთხვევა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 43,680 პაციენტი.
მექსიკის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.