მექსიკაში კორონავირუსის 4,683 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 273 ადამიანი
მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 4,683 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 256,848 შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 273-ით გაიზარდა „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელიც ახლა 30,639-ს შეადგენს.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.