მექსიკაში კორონავირუსის 4 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 730 ინფიცირებული
მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 730 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მექსიკაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 154 863 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით მექსიკა მსოფლიოში მე-14 პოზიციაზეა. გარდაიცვალა სულ 18 130 ინფიცირებული.
მექსიკის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად აღემატება რეგისტრირებულ მონაცემებს.