მექსიკაში ინფლუენსერი ვალერია მარკესი „ტიკტოკზე“ პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოკლეს
მექსიკაში ინფლუენსერი „ტიკტოკზე“ პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 23 წლის ვალერია მარკესს ქალაქ გვადალახარაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც შეიარაღებული მამაკაცი მის სილამაზის სალონში შეიჭრა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მოტივი ჯერ დაუდგენელია, თუმცა საქმეს იძიებენ, როგორც ფემიციდის შემთხვევას.
მარკესს „ტიკტოკსა“ და „ინსტაგრამზე“ დაახლოებით 200 ათასი გამომწერი ჰყავდა.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალს დახმარების თხოვნით ან მის მიმართ მუქარების გამო სამართალდამცველებისთვის არასდროს მიუმართავს.