მექსიკაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 7 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მექსიკაში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსული ინფექცია უკვე 282 283 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო ერთ დღეში მექსიკაში „კოვიდ-19“-ს 730 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი დღემდე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 33 526 ადამიანი გარდაიცვალა.